ეკონომიკა

რუსეთმა ემბარგოს სიაში ქართული ღვინის კიდევ სამი კომპანია დაამატა

რუსეთმა ემბარგოს სიაში ქართული ღვინის კიდევ სამი კომპანია დაამატა

რუსეთი ქართულ ღვინოზე ემბარგოს აფართოებს. აკრძალვის სიას სამი კომპანია დაემატა: GWS-Wine-Company, შატო მუხრანი და ვინივერია. ინფორმაციას BM.GE პრორუს ბიზნესმენ მამუკა ფიფიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბაზრის ხელახალი გახსნიდან 14 წლის შემდეგ, 2026 წლის 9 ოქტომბერს, რუსეთმა ქართული ღვინის, მინერალური წყლებისა და გაზიანი სასმელების კომპანიების ნაწილზე ემბარგო დააწესა. ოფიციალურ მიზეზად ამჯერადაც სანიტარულ ნორმებთან შეუსაბამობა დასახელდა.

2025 წლის მდგომარეობით, საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 10.3% იყო, ადგილობრივ ექსპორტში (რეექსპორტის გარეშე) — 20.8%, აგროპროდუქციის ექსპორტში კი 36.8%. ღვინის შემთხვევაში რუსეთზე დამოკიდებულება 64%-ს აღწევს, სპირტიანი სასმელების შემთხვევაში — 56%-ს. ზოგიერთი დასახელების ხილის 80%-ზე მეტი რუსეთში გადის ექსპორტზე.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ