მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთში „სოფიას ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 26 ოქტომბერს ბულგარეთში, „სოფიას ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ორგანიზებით იმართება.
ღონისძიების ფარგლებში მინისტრის ორმხრივი შეხვედრებიც არის დაგეგმილი.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











