ზელენსკი: ნოემბრის პირველ ნახევარში სამმხრივი შეხვედრის შესახებ შეთანხმება გვაქვს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს ნოემბრის პირველ ნახევარში გუნდების დონეზე სამმხრივი შეხვედრის ჩატარების შესახებ შეთანხმება აქვთ. მისი თქმით, ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული. ზელენსკიმ ეს „ჰადსონის ინსტიტუტთან“ საუბარში თქვა.
ზელენსკის თქმით, მან და მისმა გუნდმა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ისაუბრეს. განხილულია ოსლოსა და სანქტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრების შედეგები და ის, თუ როგორ შეიძლება დიპლომატიის წინ წაწევა ნოემბერში.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კიევი შეხვედრისთვის ნებისმიერ დღეს, ხვალაც კი, მზადაა. სამმხრივ შეხვედრას ოქტომბერშიც ელოდნენ, თუმცა ის არ შედგა, რადგან, ზელენსკის თქმით, რუსებმა შეხვედრის არგამართვის მორიგი მიზეზი მოიგონეს.
ზელენსკის თქმით, ახლა მთავარია, ყველამ ამ შეხვედრების ჩატარებაზე გააკეთოს აქცენტი ამერიკასთან, ევროპასთან და ყველა პარტნიორთან ერთად. მან იკითხა, შესაძლებელია თუ არა მათი ჩატარება ამერიკის გარეშე ან რუსეთზე ამერიკული ზეწოლის გარეშე, და თავად უპასუხა: „სავარაუდოდ არა“. ამიტომ, მისი თქმით, უკრაინას იმედი აქვს, რომ ამერიკა ამას პრიორიტეტად ყველა დონეზე შეინარჩუნებს.











