გვარამია ოპოზიციას დღევანდელ აქციაზე ბევრის შეკრებისკენ მოუწოდებს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, პროტესტის ახალი ტალღა - „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - დღესვე უნდა დაიწყოს, სულ უფრო უნდა გაფართოვდეს და 28 ნოემბერს, კობახიძის მიერ ევროპის წართმევის დღეს, უმსხვილეს აქციამდე მივიდეს.
გვარამიამ თქვა: „პარტიებს აკრძალავენ, თუმცა ამან ოპოზიცია კი არ უნდა გააჩეროს, არამედ უფრო უნდა გააძლიეროს“.
მისი სიტყვით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოპარული არჩევნების ორი წლისთავზე ბევრი ადამიანი შეიკრიბოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან 19:00 საათზე. გვარამია წერს, რომ დასაწყისი შთამბეჭდავი უნდა იყოს და გაძლება აღარ არის საკმარისი, გაძლიერებაა საჭირო.
აქცია დღეს, 19:00 საათზე, თსუ-ის პირველ კორპუსთან გაიმართება. „ოპოზიციის ალიანსის“ ინფორმაციით, 25 ოქტომბერს შეკრებილები ერთობლივ კამპანიას დაიწყებენ, რომლის მიზანია 28 ნოემბერს თბილისში დიდი აქციის მოწყობა.











