უშაკოვი: უკრაინის საკითხზე პირველი სამმხრივი შეხვედრა საცდელი ხასიათის იქნება

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი აცხადებს, რომ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში პაუზის შემდეგ პირველი სამმხრივი შეხვედრა „საცდელი ხასიათის“ იქნება.
„პირველ შეხვედრაზე ბევრი რამის გადაწყვეტა ვერ მოხერხდება; ის, ალბათ, უფრო საცდელი ხასიათის იქნება“, - განაცხადა უშაკოვმა.
მისი თქმით, მოსკოვი მზად არის, მოლაპარაკებები 4 ნოემბრის შემდეგ განაახლოს.
უშაკოვმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთისა და უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებაზე „ჯერ კიდევ საჭიროა მუშაობა“.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











