პოლიტიკა

კობახიძემ ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

კობახიძემ ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება.

ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია.

საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 23 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კოლეგებთან ორმხრივი ფორმატის მოლაპარაკებებს გამართავს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ