პოლიტიკა

ჭეიშვილი: ოპოზიციის შუამდგომლობები მსგავსია და პროცესის გაჭიანურებას ისახავს მიზნად

ჭეიშვილი: ოპოზიციის შუამდგომლობები მსგავსია და პროცესის გაჭიანურებას ისახავს მიზნად

„ქართული ოცნების“ დეპუტატი თორნიკე ჭეიშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების დაყენებული შუამდგომლობები ერთმანეთის მსგავსია და მათში პროცესის გაჭიანურების განზრახვა იკვეთება. განცხადება მან სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც ხუთი ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ მისი პარტიის სარჩელს განიხილავდნენ.

ჭეიშვილის თქმით, „შეუიარაღებელი თვალითაც“ ჩანს განზრახვა, რომ პროცესი მაქსიმალურად გაიწელოს. საუბარია იმ ეტაპის გაჭიანურებაზე, რომელიც სხვადასხვა ტიპის შუამდგომლობების დაყენებას გულისხმობს.

დეპუტატმა განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების დაყენებული შუამდგომლობები „აბსოლუტურად ერთმანეთის მსგავსია“.

„რეალურად, თუ დავაკვირდებით, ეს შუამდგომლობებიც არის აბსოლუტურად ერთმანეთის მსგავსი და ე.წ. პარტიების წარმომადგენლები ცდილობენ იმას, რომ სხვადასხვა ტერმინოლოგიით, სხვადასხვა სიტყვებით გადმოსცენ აბსოლუტურად იდენტური შინაარსის მქონე აზრი და შესაბამისი შუამდგომლობები დააყენონ. რაზეც პროცესის მიმდინარეობისას არცერთი შენიშვნა მიიღეს. გასაგებია, რომ საქმის განხილვის ცენტრალური ნაწილი მათ აშფოთებთ, ის პერსპექტივა, რომელიც გულისხმობს ახსნა განმარტების კითხვა-პასუხის ეტაპს, აქ კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება ანტიკონსტიტუციური ქმედებების მთელი წყება, რომელიც მითითებულია ჩვენს სარჩელში“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ