მსოფლიო

საფრანგეთში საპროტესტო აქციების გამო 2 000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული

საფრანგეთში საპროტესტო აქციების გამო 2 000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული

საფრანგეთში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაკავებულთა რაოდენობა 2 000-ს აჭარბებს. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება „ქმედებების ჩამდენთა გამოსავლენად, რათა მათ სასამართლოს წინაშე აგონ პასუხი“.

საფრანგეთში სკოლებში არსებული ვითარებისა და ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართული აქციების დროს შეტაკებები მოხდა. დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში შენობებს ცეცხლი წაუკიდეს, მათ შორის ლიმოჟში, სადაც მერიის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სახურავის ნაწილი ჩამოინგრა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ