სანქტ-პეტერბურგში Ozon-ის ლოჯისტიკურ ცენტრზე დრონით თავდასხმა განხორციელდა

რუსულმა ონლაინ-მაღაზია Ozon-მა განაცხადა, რომ 17-18 ოქტომბრის ღამეს სანქტ-პეტერბურგში მდებარე მისი ერთ-ერთი ლოჯისტიკური ცენტრი დრონით თავდასხმის ქვეშ მოექცა.
კომპანიის განცხადებით, ყველა თანამშრომელი დაუყოვნებლივ გაიყვანეს, დაშავებულები არ არიან. თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა, ადგილზე კი საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ღამით ლენინგრადის ოლქს 100-ზე მეტი დრონით შეუტიეს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალზე გაჩენილი ხანძრისა და ელექტრომომარაგების შეფერხებების შესახებ.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











