მსოფლიო

მაკრონი საპროტესტო აქციების ფონზე ფრანგ ხალხს მიმართავს

მაკრონი საპროტესტო აქციების ფონზე ფრანგ ხალხს მიმართავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საპროტესტო აქციების ფონზე ქვეყნის მოსახლეობას მიმართავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განცხადებას იგი დღეს, ადგილობრივი დროით საღამოს 8:00 საათზე გააკეთებს.

შაბათს გვიან ღამით, არეულობის დროს, მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ზე განცხადება გამოაქვეყნა. მისი თქმით, „ისინი, ვინც დაარბიეს და თავს დაესხნენ ადმინისტრაციულ შენობებსა თუ ბიზნესობიექტებს, ვინც მუნიციპალიტეტის შენობებიც კი გაძარცვეს, პასუხისგებაში მიეცემიან და დაისჯებიან“.

საფრანგეთში სკოლებში არსებული ვითარებისა და ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართული აქციების დროს შეტაკებები მოხდა. BBC-ის ცნობით, დააკავეს სულ მცირე 1200 ადამიანი. დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში შენობებსა და ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს. ლიმოჟში მერიის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სახურავის ნაწილი ჩამოინგრა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ