მსოფლიო

ლიეტუვაში გაურკვეველი დრონი ჩამოვარდა, დაშავებული არ არის

ლიეტუვაში გაურკვეველი დრონი ჩამოვარდა, დაშავებული არ არის

ლიეტუვაში გაურკვეველი დრონი ჩამოვარდა. ინფორმაცია ლიეტუვის კრიზისული ვითარებების მართვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ვილმანტას ვიტკაუსკასმა გაავრცელა.

მისი თქმით, დრონი, რომელიც სავარაუდოდ, კვირას, 18 ოქტომბერს, ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, მოძრავი სამოქალაქო ავტომობილის მახლობლად ჩამოვარდა. მძღოლი არ დაშავებულა.

ვიტკაუსკასის განმარტებით, როგორც ჩანს, დრონის ჩამოვარდნისას მანქანა მოძრაობდა. მისი თქმით, წითელი გაფრთხილებები დაცული არ იყო. „რა თქმა უნდა, ხალხმა შესაძლოა ვერ გაიგო, შესაძლოა, ეგონათ, რომ უფრო უსაფრთხოა უახლოეს წერტილამდე მისვლა და თავშესაფრის იქ პოვნა. რთულია იმის შეფასება, რატომ მოხდა ასე, მაგრამ, ალბათ, მთავარი ისაა, რომ არავინ დაშავებულა“, - განაცხადა მან.

ამ ეტაპზე გრძელდება ტერიტორიის შემოწმება, სადაც დრონი ჩამოვარდა. ზოგიერთი ნამსხვრევი და დეტალი უკვე ნაპოვნია, თუმცა ყველა არა, ტერიტორია კი ჯერ კიდევ შემოსაზღვრულია. ექსპერტების თქმით, ჩამოვარდნილი ობიექტის ყველა დეტალის აღმოჩენის შემდეგ მისი წარმოშობის დადგენა შესაძლებელი იქნება.

ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, შეიცავდა თუ არა დრონი ასაფეთქებელ მასალას, ამ ეტაპზე არ არსებობს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ