სპორტი

ბაქოში „ყარაბაღისა“ და „ნეფთჩის“ მატჩის გამო 19 გულშემატკივარი დააკავეს

ბაქოში „ყარაბაღისა“ და „ნეფთჩის“ მატჩის გამო 19 გულშემატკივარი დააკავეს

აზერბაიჯანის პოლიციამ ბაქოში ფეხბურთის კლუბების „ყარაბაღისა“ და „ნეფთჩის“ მატჩის წინ და მის შემდეგ ინციდენტების პროვოცირების მცდელობის ბრალდებით 19 გულშემატკივარი დააკავა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით აზერბაიჯანულმა სააგენტო APA-მ გაავრცელა.

სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მატჩის შემდეგ დაკავებულების მიმართ სამართალდამცველები შესაბამის ზომებს ატარებენ. კონკრეტულად რა ქმედებებში ადანაშაულებენ დაკავებულებს, სააგენტოების მასალებში მითითებული არ არის.

„ყარაბაღსა“ და „ნეფთჩის“ შორის შეხვედრა 17 ოქტომბერს, ბაქოში, თოფიქ ბაჰრამოვის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე გაიმართა და 3:3 ფრედ დასრულდა.

„კავკაზსკი უზელის“ ცნობით, 2024 წლის მარტში „ნეფთჩის“ ოთხმა გულშემატკივარმა კლუბის ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზე ცეცხლმოკიდებული პიროტექნიკური საშუალებები ისროლა. ამით ისინი გუნდის „ყარაბაღთან“ მარცხს აპროტესტებდნენ. ორი გულშემატკივარი 30 დღით დააპატიმრეს, ორს კი ჯარიმა დააკისრეს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ