კანადის ალბერტის პროვინციაში სამხედრო ბაზაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ ხანძარი გაჩნდა, არიან დაღუპულები

კანადაში, ალბერტის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე ინციდენტი მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. არიან დაღუპულები და დაშავებულები.
თავდაცვის მინისტრმა დევიდ მაკგინტიმ დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა არ დააკონკრეტა. არც ინციდენტის მიზეზზე უთქვამს რამე.
მისი თქმით, შაბათს საღამოს ბაზაზე კვლავ ძლიერი ხანძარი მძვინვარებდა.
მაკგინტის განცხადებით, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას კანადის შეიარაღებული ძალები, ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ერთობლივად კოორდინაციას უწევენ.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











