რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტითა და 180 დრონით შეუტია

რუსეთის ძალებმა უკრაინაზე თავდასხმა ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-მ“-ითა და სხვადასხვა ტიპის 180 დრონით განახორციელეს. ინფორმაცია უკრაინულ მედიაშია გავრცელებული.
საჰაერო თავდაცვამ 152 დრონი ჩამოაგდო, თუმცა დარტყმები 20 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
თავდასხმის მოგერიებაში უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, უპილოტო სისტემების ქვედანაყოფები და მობილური საცეცხლე ჯგუფები მონაწილეობდნენ.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











