კონფლიქტები

ზელენსკი: ტრამპის განცხადების შემდეგ რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკას 76-ჯერ დაარტყა

ზელენსკი: ტრამპის განცხადების შემდეგ რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკას 76-ჯერ დაარტყა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ენერგეტიკული ობიექტებისთვის დარტყმების შეწყვეტა გამოაცხადა, რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკას 76-ჯერ დაარტყა. ზელენსკიმ ეს სოციალურ ქსელში დაწერა.

„მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა ერთი კვირის წინ, რუსეთმა 76-ჯერ განზრახ დაარტყა უკრაინის ენერგეტიკას და ნავთობისა და ბუნებრივი აირის სექტორებს. მხოლოდ წინა ღამეს, დარტყმები იყო ქვესადგურებზე ვინიცაში, ჟიტომირში, ხმელნიცკისა და ოდესის რეგიონებში. ათობით ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე რჩება…“, — წერს ზელენსკი.

მისი თქმით, დარტყმების მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ობიექტებია და რუსები ელექტროენერგიის სრული გათიშვის გამოწვევას ცდილობენ.

ზელენსკის შეფასებით, ამერიკამ უნდა დაინახოს, რომ რუსეთი სანქციების შემსუბუქების ან შეთანხმებების საპასუხოდ არავითარ საპასუხო ნაბიჯებს არ დგამს. მისი თქმით, რუსეთი ყოველ სიგნალს ფულის შოვნის შესაძლებლობად აღიქვამს და დასტურად მიიჩნევს, რომ ომზე გაკეთებულ ფსონს შედეგი მოაქვს და ბრძოლის გაგრძელება შეუძლია.

ზელენსკის განცხადებით, ომი რუსეთის პოზიციის გამო გრძელდება და არა იმიტომ, რომ უკრაინა სამართლიანად იცავს საკუთარ თავს. მისი თქმით, სწორედ რუსეთი უნდა აღმოჩნდეს ზეწოლის ქვეშ, რათა მშვიდობას შანსი ჰქონდეს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ