რეზო კიკნაძე: ციხემ დედაჩემისა და ორი ყველაზე ახლობელი ადამიანის ნომერი დაბლოკა

პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებული რეზო კიკნაძე აცხადებს, რომ ციხემ დედამისისა და ორი ყველაზე ახლობელი ადამიანის ტელეფონის ნომერი დაბლოკა, რის გამოც ბოლო ორი თვის განმავლობაში ზარების გარეშე დარჩა. მისი გზავნილი სოციალურ ქსელში ვრცელდება.
კიკნაძის თქმით, ეს ის სამი ადამიანია, ვისაც ყოველთვის რეკავდა. შეზღუდვას იგი პატიმარ გიორგი თავითაძისადმი მხარდამჭერ გზავნილს უკავშირებს.
„ციხემ დაბლოკა დედაჩემის და იმ ორი ყველაზე ახლობლის ნომერი, ვისთანაც ვრეკავდი ყოველჯერზე. ბოლო ორი თვე ზარების გარეშე დამტოვეს . მიზეზი არ ვიცი, სავარაუდოდ, „ვოისი“ რომ ჩავწერე დავითაძის მხარდასაჭერად, ეგ უნდა იყოს ამ უმსგავსობის სათავე. დედაჩემის ნომერს რას ერჩოდნენ? სულ გარეკეს, მგონი”,- წერს კიკნაძე.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ









