ზარქუა ჰერჩინსკის: მას სხვა მისია აქვს და საქართველოში რევოლუციების მოხდენა სურს

პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის პოზიციასა და კახეთში „ევროპის დღესთან“ დაკავშირებულ ღონისძიებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ელჩი „დღენიადაგ ვნებს ქართულ სახელმწიფოს და ქართველების ინტერესებს“.
ზარქუას განცხადებით, ღონისძიებაზე მოწვეული იყო მომღერალთა გუნდი, რომელიც ბილწსიტყვაობით, არაეთიკური მუსიკითა და სიმღერით ქართველი ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას შეურაცხყოფას აყენებდა.
„ეს არის მათ ხელწერა, ეს არის ბატონი ჰერჩინსკის მიდგომა ქართველების მიმართ. რატომ ელოდებით ამ კაცისგან, რომ ის იქნება ხიდი ევროკავშირსა და საქართველოს შორის? არა, მას სხვა მისია ჰქონდა და სხვა მისია აქვს დღემდე, რომ აქ რევოლუციები მოახდინონ, რომ აქ დასვან მარიონეტები, აგენტურა, როგორც სააკაშვილის სახით მაშინ დასვეს. ეს არ გამოუვიდათ, ამიტომაც არის ჩვენზე გაბრაზებული ჩვენზე და დღენიადაგ ვნებს ქართულ სახელმწიფოს და ქართველების ინტერესებს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.









