მსოფლიო

სიკვდილით დასჯას გადარჩენილი კრისტა პაიკი საავადმყოფოდან გაწერეს და ციხეში დააბრუნეს

სიკვდილით დასჯას გადარჩენილი კრისტა პაიკი საავადმყოფოდან გაწერეს და ციხეში დააბრუნეს

აშშ-ის ტენესის შტატში სიკვდილით დასჯის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ კრისტა პაიკი საავადმყოფოდან გაწერეს და ციხეში დააბრუნეს, სადაც სამედიცინო მომსახურებას გააგრძელებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატებმა განაცხადეს.

ადვოკატების თქმით, ოთხშაბათს პაიკი საავადმყოფოში „გაბრაზებული და დაბნეული“ გაიღვიძა. მას 30 სექტემბერს სიკვდილით დასჯის უშედეგო მცდელობის შემდეგ ხანგრძლივი გამოჯანმრთელება ელის.

50 წლის პაიკი სიკვდილით დასჯის პალატიდან ნეშვილის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში და ხელის მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რივერბენდის მაქსიმალური უსაფრთხოების დაწესებულებაში ორი ინექციის შედეგად მისი სიკვდილით დასჯა ვერ მოხერხდა.

ტენესის შტატის მოსამართლემ სახელმწიფო მოხელეებს სიკვდილით დასჯის წარუმატებელ მცდელობასთან დაკავშირებული ყველა მტკიცებულების შენახვა დაავალა. პაიკის ერთ-ერთმა ადვოკატმა ეს „მისი კონსტიტუციური უფლებების დაცვისა და აღსრულების მრავალი ნაბიჯიდან პირველი“ უწოდა.

გუბერნატორმა ბილ ლიმ წლის ბოლომდე სიკვდილით დასჯის ყველა პროცედურა შეაჩერა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გამოძიება დაიწყო პაიკის საქმესა და მაისში ტონი კარუტერსის შემთხვევაში მომხდარ ანალოგიურ ინციდენტთან დაკავშირებით, როდესაც ციხის თანამშრომლებმა ვენური კათეტერიზაცია ვერ შეძლეს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ