მსოფლიო

აშშ-ის კონგრესში რუსული ნავთობის შესყიდვის აკრძალვის კანონპროექტს წარადგენენ

აშშ-ის კონგრესში რუსული ნავთობის შესყიდვის აკრძალვის კანონპროექტს წარადგენენ

აშშ-ის კონგრესში ორპარტიულ კანონპროექტს წარადგენენ, რომელიც რუსული ნავთობის შესყიდვას აკრძალავს. ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ბრაიან ფიცპატრიკმა სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტს „რონალდ რეიგანის აქტი - მშვიდობა ძალის მეშვეობით“ ეწოდება.

„წარვადგენთ ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც დაგლოკავს რუსული ნავთობის ნებისმიერი სახით შესყიდვას. მას „რონალდ რეიგანის აქტი - მშვიდობა ძალის მეშვეობით“ ეწოდება“, - წერს ფიცპატრიკი.

კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე განსახილველად „გათავისუფლების შესახებ პეტიციის“ საპარლამენტო პროცესის მეშვეობით წარადგენენ. ეს რიგით კანონმდებლებს საშუალებას აძლევს, კანონპროექტი სრული შემადგენლობის კენჭისყრაზე შესაბამისი კომიტეტისა თუ სპიკერის გვერდის ავლით გამოიტანონ.

ფიცპატრიკის თქმით, „კანონპროექტი განსახილველად discharge-ის პროცედურის მეშვეობით გავა და მას მხარს აბსოლუტური უმრავლესობა დაუჭერს“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ