მარიხუანის რეალიზაციის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა. შესყიდვა ფარულად აუდიო-ვიდეო ჩანაწერზეც დაფიქსირდა.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს. ეს მუხლები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ









