ტრამპი: პუტინს შეთანხმების მიღწევა ძალიან სურს, ზელენსკის კი — არა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთს უკრაინასთან შეთანხმების მიღწევა სურს. მისივე თქმით, საკითხი არაერთხელ შეიძლებოდა გადაჭრილიყო, თუმცა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს, შეთანხმება არ სურს.
ტრამპის შეფასებით, ზელენსკის შეთანხმება ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა მიეღწია. ამერიკელი ლიდერი ძალთა თანაფარდობაზე მიუთითებს.
„თუ ძალთა თანაფარდობას შეხედავთ, დაინახავთ, რომ საუბარია მილიონობით მეტ ჯარისკაცზე ერთ მხარეს, ვიდრე მეორეზე. ვფიქრობ, გონივრული იქნებოდა, შეთანხმება ჯერ კიდევ ორი წლის წინ მიეღწია - ასე გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა“, - განაცხადა ტრამპმა.
მისი მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეთანხმების მიღწევა ძალიან სურს. ტრამპს ჰკითხეს, რა უთხრა პუტინმა ბოლო სატელეფონო საუბრისას, რაზეც მან უპასუხა:
„მას სურს, რომ საკითხი შეთანხმებით მოგვარდეს. პრეზიდენტ პუტინს ძალიან სურს შეთანხმების მიღწევა“.









