კონფლიქტები

ვლადიმირში დრონის თავდასხმის გამო Yandex-ის მონაცემთა ცენტრმა მუშაობა შეწყვიტა

ვლადიმირში დრონის თავდასხმის გამო Yandex-ის მონაცემთა ცენტრმა მუშაობა შეწყვიტა

რუსეთის ქალაქ ვლადიმირში დრონებით განხორციელებული თავდასხმის გამო კომპანია Yandex-ის მონაცემთა ცენტრმა მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ თავად კომპანიამ განაცხადა. კომპანიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ Yandex Cloud პლატფორმის ხელმისაწვდომობის ზონაში ელექტროენერგია გაითიშა. საზოგადოებრივი ჯგუფების განცხადებით, ვლადიმირში Yandex-ის მონაცემთა ცენტრზე თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა.

დილით ვლადიმირის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე ავდეევმა დაადასტურა, რომ ვლადიმირის მახლობლად მდებარე „ინფრასტრუქტურულ ობიექტზე“ დრონით თავდასხმა მოხდა და ეს ხანძრით დასრულდა. მისივე ინფორმაციით, ახლომდებარე შენობების მაცხოვრებლები ევაკუირებულნი იყვნენ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ