კონფლიქტები

ტვერის ოლქში რედკინოს საცდელ ქარხანას დრონებით თავს დაესხნენ

ტვერის ოლქში რედკინოს საცდელ ქარხანას დრონებით თავს დაესხნენ

რუსეთის ტვერის ოლქში, რედკინოს საცდელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე ცნობებით, ქარხანა Kh-55 და Kh-101 ფრთოსანი რაკეტებისთვის საწვავის კომპონენტებს აწარმოებს. გარდა ამისა, იქ დიზელის საწვავისა და საავიაციო ნავთის დანამატებსაც ამზადებენ. ქარხანაზე თავდასხმა თებერვალშიც განხორციელდა.

ქარხანა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოო ჯაჭვის ნაწილია და სარაკეტო და საავიაციო ინდუსტრიებს სპეციალიზებული ქიმიური პროდუქტებით ამარაგებს.