კონფლიქტები

კალუგის ოლქში „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრს დრონებით დაესხნენ თავს

კალუგის ოლქში „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრს დრონებით დაესხნენ თავს

რუსეთის კალუგის ოლქში კომპანია „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრს უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ. ბოლო ორ დღეში ეს ასეთი მეორე თავდასხმაა.

კომპანიის პრესსამსახურმა BBC-ს განუცხადა, რომ ცენტრის ინფრასტრუქტურის ნაწილი დაზიანდა, დაშავებული არავინაა.

„მონაცემთა ცენტრის რამდენიმე მოდული სრულად გამოვიდა მწყობრიდან. ამის გამო „იანდექსის“ სერვისების ნაწილმა შესაძლოა შეფერხებებით იმუშაოს. ზარალის სრული მასშტაბი ამჟამად ფასდება“, – განაცხადეს „იანდექსში“.

კალუგის ოლქის გუბერნატორის, ვლადისლავ შაპშას თქმით, ქალაქ კალუგისა და რეგიონის კიდევ სამი მუნიციპალიტეტის თავზე 26 დრონი ჩამოაგდეს. მისივე ინფორმაციით, დაშავდა 9 ადამიანი.

უკრაინას ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

8 ოქტომბერს „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრს თავს დაესხნენ რიაზანის ოლქშიც. კომპანიამ მაშინ განაცხადა, რომ ცენტრის მუშაობა შეჩერდა, მსხვერპლი არ ყოფილა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ