კონფლიქტები

ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება აშკარა სისუსტეა

ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება აშკარა სისუსტეა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება აშკარა სისუსტეა. მისი თქმით, რუსეთი დიზელის გამო შემდგომი ტერორითა და ვერაგობით „გადაიხდის“.

ზელენსკი წერს: „რუსეთთან ცხადი და მყარი დეესკალაციური შეთანხმების გარეშე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესუსტება აშკარა სისუსტეა. ეს რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს - საშუალებას აძლევს მეტი ადამიანი მოკლას, უფრო დიდხანს აწარმოოს ომი, უფრო ნაკლები პატივისცემა ჰქონდეს ამერიკისადმი, და უფრო დიდი დანაკარგები და ზიანი მიაყენოს მსოფლიოს.“

პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა სიმეტრიული დეესკალაციური ნაბიჯების გადადგმისთვის მზადაა და ამერიკულმა გუნდმა მისი პოზიცია იცის. ზელენსკის თქმით, რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სხვა სანავთობო ობიექტებზე დარტყმები არის პასუხი უკრაინის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ რუსეთის მრავალწლიან ტერორის კამპანიაზე.

მისივე სიტყვებით, უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლს არ გაუჩენს, თუ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას არ გაანადგურებს. ზელენსკი ამბობს, რომ მსგავს შეთანხმებას ამერიკელებს სთავაზობენ და სჯერათ, რომ შეერთებულ შტატებს ამგვარი კომპრომისის მისაღწევად საკმარისი ძალა აქვს.

ზელენსკიმ დასძინა: „პუტინისთვის საჩუქრები არ მოუტანს მშვიდობას ან რაიმე სარგებელს ცივილიზებულ სამყაროს.“ მისი თქმით, რუსეთისთვის ნავთობპროდუქტების გაყიდვის უფლების მიცემა ინვესტიციაა ომში, რომელიც უნდა დასრულდეს და არა გახანგრძლივდეს. ზელენსკის შეფასებით, საჭიროა რეალური დეესკალაცია რუსეთთან ორმხრივ საფუძველზე.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ