კონფლიქტები

მოსკოვის ოთხივე აეროპორტი დრონების თავდასხმების გამო შეზღუდვებით მუშაობს

მოსკოვის ოთხივე აეროპორტი დრონების თავდასხმების გამო შეზღუდვებით მუშაობს

მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა დრონებითა და „აეროსტატებით“ თავდასხმების გამო მუშაობა შეაჩერა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, „ვნუკოვომ“, „შერემეტიევომ“, „დომოდედოვომ“ და „ჟუკოვსკიმ“ დროებითი შეზღუდვები შემოიღეს. შეზღუდვები ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:40 საათზე ამოქმედდა.

FlightRadar24-ის მონაცემებით, ყველაზე მეტად „ვნუკოვოს“ რეისები შეფერხდა. რეისების 40%-ზე მეტი დააგვიანდა, შეფერხების საშუალო ხანგრძლივობა 102 წუთია, კიდევ 10% კი გაუქმდა.

მოსკოვის რეგიონის აეროპორტებს შეფერხებები 9 ოქტომბრის წინა ღამესაც შეეხო. მაშინ დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო „ვნუკოვო“, „დომოდედოვო“ და „ჟუკოვსკი“ დაიხურა. ღამის განმავლობაში 150-ზე მეტი რეისი შეფერხდა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ