ზაპოროჟიეში რუსეთის თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სიახლოვეს მართვადი საჰაერო ბომბებით იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებელ მიხაილო სემიკინზე დაყრდნობით ავრცელებს.
სემიკინის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსი და მიმდებარე ტერიტორიაზე დამწვარი ავტომობილები.


