კონფლიქტები

ზელენსკიმ მაკრონთან რუსულ ნავთობპროდუქტებზე სანქციების შემსუბუქების გამოწვევები განიხილა

ზელენსკიმ მაკრონთან რუსულ ნავთობპროდუქტებზე სანქციების შემსუბუქების გამოწვევები განიხილა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ის გამოწვევები განიხილა, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ რუსული დიზელის საწვავის ექსპორტზე სანქციების შემსუბუქებამ გამოიწვია. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საუბარი მაშინ შედგა, როცა რუსეთი კიევს ბალისტიკური რაკეტებით უტევდა. მისი თქმით, უკრაინას დამატებითი საჰაერო თავდაცვის პაკეტები აშკარად სჭირდება.

„სამწუხაროდ, ამ დღეებში სარაკეტო შეტევების საფრთხე კვლაც ნარჩუნდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია რუსეთზე ზეწოლის გაგრძელება და ერთობლივი გაბედული ნაბიჯების გადადგმა.

„განვიხილეთ გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება რუსულ ნავთობპროდუქტებზე სანქციების შემსუბუქებას. რუსებმა უნდა იგრძნონ, რომ მათ აღარ აქვთ ომის გახანგრძლივების შესაძლებლობა. კოორდინაციას ვახდენთ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და ვამზადებთ შეხვედრებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ