23 ოქტომბერს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში რამდენიმე დასახლებაში დენი დროებით გაითიშება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ოქტომბერს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოები დაგეგმილია.
06:00-დან 07:00 საათამდე დენი არ ექნებათ სოფელ დიღომში ცამეტი ასურელი მამის, მაყაშვილის, შეყლაშვილის და თინათინის ქუჩებისა და ჩალიპირების ტერიტორიის აბონენტებს. 11:00-დან 18:30 საათამდე მიწოდება შეეზღუდებათ სოფელ გლდანში, ავჭალა 2-ის დასახლების მომხმარებლებს. 13:30-დან 19:00 საათამდე დენს მოკლებული იქნებიან თხინვალის, ქვემო ლისისა და მუხათწყაროს აბონენტები.
10:00-დან 19:30 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ დუშეთის რაიონის სოფლებს: ჭოპორტი, დავათი, ნოკორნა, კოშკასყელი, ბულაჩაური, შუაფხო, დათვისი, უძილაურთა, გოგოლაურთა, მაღაროსკარი და მიმდებარე სოფლები. 14:00-დან 20:00 საათამდე დენი არ ექნებათ გუდაურის, ქუმლისციხის, ქვეშეთისა და სეთურნის აბონენტებს. 16:55-დან 17:00 საათამდე მიწოდება შეეზღუდებათ სოფლებს: ფასანაური, ჭართალი, მენესო, დოლასქედი, კიტოხი, წითლიანა, წიფორი და მიმდებარე სოფლები.
მცხეთის მუნიციპალიტეტში 10:00-დან 20:00 საათამდე დენი გაეთიშებათ სოფლებს: საგურამო, ახალსოფელი, არაშენდა, გალავანი, წილკანი, წეროვანი, ახალუბანი, კოტორაანთკარი, ბიწმენდი და მისაქციელი. 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია არ ექნებათ სოფლებს: ქსოვრისი, ილტოზა, მუხრანი, მჭადიჯვარი, ბაქაქურები, ვარდისუბანი, არმაზი და მიმდებარე ტერიტორია.
11:00-დან 18:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებს: გარბანი, სიონი და არშა.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.











