
გიორგი ფეიქრიშვილი ბრალდებულია და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად №8 პენიტენციურ დაწესებულებაში საკანში იმყოფება. მისი დედა, ნინო აბრამიშვილი, აცხადებდა, რომ შვილთან საკანში ვატო ყიფიანი შევიდა, თუმცა პენიტენციური სამსახური ამას უარყოფს და ამბობს, რომ ფეიქრიშვილი საკანში მარტოა და 24-საათიანი ვიდეო მეთვალყურეობის ქვეშაა. სამსახურის თქმით, 20 ოქტომბერს ის დეესკალაციის ოთახიდან სამედიცინო მომსახურებისთვის №18 დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ხელზე თვითდაზიანების შედეგად მიყენებული ჭრილობა დაუმუშავეს; მისი ადვოკატის, პაატა გოგიაშვილის, განცხადებას კი უწყება სინამდვილესთან შეუსაბამოდ მიიჩნევს.









