კონფლიქტები

სიბიგა კიევზე რუსულ იერიშს ძალის პოზიციიდან მოქმედების აუცილებლობით ეხმაურება

სიბიგა კიევზე რუსულ იერიშს ძალის პოზიციიდან მოქმედების აუცილებლობით ეხმაურება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ გამოეხმაურა კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებულ იერიშს. მისი თქმით, გასულ ღამეს კიევის მცხოვრებლებმა თავად მოისმინეს, თუ როგორი ხმა აქვს რუსულ „ჰუმანიზმს“.

სიბიგას განცხადებით, კიევში რუსული იერიშების სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, სამედიცინო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები და საცხოვრებელი უბნები იყო.

„დაშოშმინების პოლიტიკა, მორჩილება და პირფერობა ამ ომს ვერ დაასრულებს. ამას მხოლოდ ძალა შეძლებს“, - დაწერა სიბიგამ X-ზე.

გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვი.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ