კონფლიქტები

რუსული თავდასხმის შედეგად კიევსა და ხარკოვის ოლქში ადამიანები დაიღუპნენ

რუსული თავდასხმის შედეგად კიევსა და ხარკოვის ოლქში ადამიანები დაიღუპნენ

კიევის სვიატოშინსკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსული დრონი სვიატოშინსკის რაიონში 24-სართულიან საცხოვრებელ შენობას დაეჯახა და ხანძარი გაჩნდა. დესნიანსკის რაიონში დრონის ჩამოვარდნის შედეგად ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. სოლომენსკის რაიონში დარტყმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტზე განხორციელდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.

წუხელ რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელ კოროტიჩსაც შეუტიეს. დაიღუპა ორი ადამიანი, დაშავდა 11, მათ შორის ორი ბავშვი. დაზიანდა 13 საცხოვრებელი სახლი და ერთი ავტომობილი.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ