სამართალი

აქციაზე დაკავებული თამარ ლორთქიფანიძე ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა

აქციაზე დაკავებული თამარ ლორთქიფანიძე ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა

თამარ ლორთქიფანიძემ ციხე დატოვა. ის თავისუფალია და 3 წელი პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება.

პროკურატურასთან საპროცესო გარიგება სასამართლომ 30 ივნისს დაამტკიცა. ლორთქიფანიძე დამნაშავედ ცნეს და განაჩენით მას ერთწლიანი რეალური სასჯელი, ანუ ერთწლიანი პატიმრობა, და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი გამოსაცდელი ვადით განესაზღვრა.

თამარ ლორთქიფანიძე 2025 წლის 22 ოქტომბერს, რუსთაველზე აქციის მიმდინარეობისას დააკავეს. ის კიდევ ერთი ქალი პატიმარი გახდა, რომლის მიმართ წარდგენილ ბრალში პოლიციელის მიერ განცდილი ტკივილი ფიგურირებს. სასამართლოში თავადაც საუბრობდა პოლიციის მხრიდან შეურაცხყოფაზე.

ბრალდების მიხედვით: „არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩაიდინა პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. 22 ოქტომბერს, საღამოს საათებში, რუსთაველის გამზირზე თავს დაესხა დეპარტამენტის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანას, ავიდა სახურავზე და ფეხების არაერთგზის დარტყმით დააზიანა სახურავი და ძრავის სახურავი. მიყენებულმა ზიანმა 3300 ლარი შეადგინა.

იმავე დღეს ჩაიდინა ცემა, ფიზიკურად იძალადა შალვა რაზმაძის მიმართ და ხელები არაერთხელ ჩაარტყა სახეში, რის შედეგადაც შალვა რაზმაძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა ზიანი შუბლის არეში.“

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ