პოლიტიკა

სამადაშვილი: პარტიების აკრძალვის სარჩელი სამართლებრივად აბსურდია, სტრასბურგში გავაგრძელებთ ბრძოლას

სამადაშვილი: პარტიების აკრძალვის სარჩელი სამართლებრივად აბსურდია, სტრასბურგში გავაგრძელებთ ბრძოლას

„ძლიერი საქართველოს - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის მეორე დღეს უკვე ძალიან ნათელია, რომ პარტიების აკრძალვის სარჩელი სამართლებრივად აბსოლუტური აბსურდია.

მისივე თქმით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, „ლელო“ ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებს.

„მე არ ვიცი საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ გადაწყვეტს, რომ ფიგურალურად თვითმკვლელობა ჩაიდინოს და დააკმაყოფილოს ეს სარჩელი, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას სტრასბურგში, საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სრული იმედი მაქვს, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლომ არ უხმო ჭკუას და გონიერებას და არ ჩათვალა აუცილებლად, რომ თავად მიიღოს ზომები, რომელიც გაანეიტრალებს ამ სამართლებრივ აბსურდს და კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობას, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ჩვენ ვუყურებთ, სტრასბურგი გასცემს პასუხს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ