პოლიტიკა

ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესს „სპექტაკლს“ უწოდებს

ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესს „სპექტაკლს“ უწოდებს

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი სპექტაკლს შეადარა. მისი თქმით, ყველამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი უყურებს, თუმცა მონაწილეთა თამაშში მაინც განსხვავებული ნიუანსებია.

ჯაფარიძე წერს, რომ ის, ვისაც ეს „ისტორიული პროცესი“ საინტერესო საყურებლად სურს, ილუზიებსა და უსაფუძვლო ოპტიმიზმს უნდა გამოეთხოვოს და უყუროს იმას, რაც სინამდვილეში ხდება. მისი თქმით, ყველამ ყველაფერი წინასწარ იცის და არავინ ელის რაიმე ექსტრაორდინარულს. მანდატურებიც კი სპეციალურ მუნდირებში გამოაწყვეს.

პოლიტიკოსი მონაწილეებს ოთხ ჯგუფად ყოფს: ა) ზოგი ცდილობს ივანიშვილს თავი მოაწონოს და საჯაროდ პირველად აჩვენებს საკუთარ მორჩილებას; ბ) ზოგიც ასევე ცდილობს თავის მოწონებას, თუმცა უკვე „ფავორშია“ და პოზიციის შენარჩუნება სურს; გ) ზოგი ცდილობს ჩუმად იყოს, მინიმალური ვალდებულება შეასრულოს, ბოლოს გადაწყვეტილებას ხელი მოაწეროს და ასე გამოძვრეს, იქნებ მომავალში საერთოდ აღარავის გაახსენდეს; დ) ზოგი კი ისევ „ნაცი არა ვარ“ მტკიცების რეჟიმშია საკუთარი წარსულიდან და ივანიშვილის გამძაფრებული პარანოიიდან გამომდინარე და განსაკუთრებული „შეუპოვრობით“ გამოირჩევა.

ჯაფარიძე ამატებს: „ბოლოს შეგვიძლია რამე პრიზიც დავაწესოთ როლის საუკეთესო შემსრულებლისთვის“.

საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ