პოლიტიკა

ფარულავა ზურაბიშვილს ლექსიკის გასწორებას და ობიექტური რეალობის აღქმას ურჩევს

ფარულავა ზურაბიშვილს ლექსიკის გასწორებას და ობიექტური რეალობის აღქმას ურჩევს

„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის დეპუტატი გიგა ფარულავა ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი განსხვავებული აზრის წინააღმდეგაა მიმართული და მოქალაქეებს არჩევანის საშუალებას ართმევს. განცხადება მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით გააკეთა.

ფარულავამ ასევე უპასუხა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც გახარიას პარტია „ქართულ ოცნებასთან“ კეკლუცობაში დაადანაშაულა. დეპუტატმა ზურაბიშვილს ურჩია, ლექსიკა გაასწოროს და ქვეყანაში არსებულ ობიექტურ რეალობას თვალი გაუსწოროს.

ფარულავას თქმით, მისი გუნდი ზურაბიშვილს თავს არესხმის და მის ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოღვაწეობას არ აფასებს, რადგან მას პატივს სცემს როგორც ქალს და მისი ასაკის გამო. ის ზურაბიშვილს შეახსენა, რომ ერთი წლის წინ საზოგადოებას ბოიკოტისკენ მოუწოდებდა და მოქალაქეებს სთხოვდა, დილით გამოსულიყვნენ და რევოლუციური პროცესებით დაემთავრებინათ „ოცნების“ ხელისუფლება. საღამოს კი, ფარულავას განცხადებით, ის სახლში შეხვდა ამ პროცესებს და პროვოკაციული რევოლუციური სცენარის შედეგად დაკავებული მოქალაქეების დასახმარებლად თითიც არ გაუნძრევია.

დეპუტატის თქმით, ზურაბიშვილის პოლიტიკური ნაბიჯებისთვის წლების განმავლობაში „მთელი ქარ-ცეცხლი“ გამოიარეს, განსაკუთრებით სამეგრელოში. მან ზურაბიშვილს ღრუბლებიდან დაშვებისკენ მოუწოდა.

ფარულავამ განმარტა, რომ პროცესში მონაწილეობისას მათ მხოლოდ პარტიული ინტერესები არ ამოძრავებთ, საქმე მოქალაქეების თავისუფალ არჩევანს ეხება. მისი თქმით, პარტია პროცესში მხარედ არის წარმოდგენილი. მან დასძინა, რომ სამართლებრივი გზა, იქნება ეს გუშინ დაყენებული შუამდგომლობა თუ მომავალში გამოსაყენებელი სხვა სამართლებრივი ბერკეტები, მათი ტაქტიკაა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ