პოლიტიკა

ბეჟაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება წინასწარ არის მიღებული, ბრძოლა სტრასბურგისთვის გრძელდება

ბეჟაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება წინასწარ არის მიღებული, ბრძოლა სტრასბურგისთვის გრძელდება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მხოლოდ წულუკიანის კომისიის დასკვნა აქვთ უპირობო მტკიცებულებად მიღებული. სხდომაზე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს განიხილავდნენ.

ბეჟაშვილის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ სასამართლოს განაჩენი ამ საქმეზე უკვე გამოტანილი აქვს. მისივე განმარტებით, ბრძოლა იმისთვის გრძელდება, რომ გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდეს.

„მხოლოდ და მხოლოდ წულუკიანის კომისიის დასკვნა აქვთ უპირობო მტკიცებულებად მიღებული და საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს თავის გადაწყვეტილებაში, რომ ეს წულუკიანის დასკვნა არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დოკუმენტი და ამას სამართლებრივი შინაარსი და შედეგები არ შეიძლება მოჰყვეს, ამიტომ როდესაც ასეთი ვითარებაა, ჩვენი მოლოდინები საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებით არის აბსოლუტურად არარელევანტური. ვიცით, რომ წინასწარ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იქნება, უბრალოდ, ბრძოლა გრძელდება იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლოში დაიწყოს პროცესები“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ