პოლიტიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ადვოკატი წარმოადგენს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ადვოკატი წარმოადგენს

პარტიების აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ინტერესებს ნიკა გვარამია, თენგო თევზაძე, მაია კოპალეიშვილი, გიგა ლემონჯავა და მარიკა არევაძე დაიცავენ. ინფორმაცია პარტია „ახალმა“ გაავრცელა.

21 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვას იწყებს. სარჩელი ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობას, მათ აკრძალვასა და რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვს. არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. სასამართლოს დღის წესრიგში არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი შემდეგ პოლიტიკურ გაერთიანებებზე დგას: „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ