ჰეგსეთი: აშშ-ს უკრაინაში Starshield-ის შეზღუდვაში მონაწილეობა არ მიუღია

აშშ-ის ომის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ აშშ-ს უკრაინაში Starshield-ის სისტემის მუშაობის შეზღუდვაში მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისი ბრძანებები არ გაუცია.
ჟურნალისტმა ჰეგსეთს ჰკითხა, ეხება თუ არა მისი განცხადება, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა არ შეცვლილა, Starshield-ის დაფარვასაც, რომლის შეზღუდვაც შემდეგ მოხდა.
„ჩვენ არაფერი შეგვიზღუდავს. არსებობს მომსახურების პირობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია და საბოლოო ჯამში, ამ გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა Starlink-ს აქვს. თუმცა, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. ჩვენ არანაირი მითითება არ გაგვიცია და რა თქმა უნდა, უკრაინელებს წარმატებას ვუსურვებთ“, - აღნიშნა ჰეგსეთმა.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











