კონფლიქტები

კიევზე სარაკეტო თავდასხმისას მეტროსადგური დაზიანდა

კიევზე სარაკეტო თავდასხმისას მეტროსადგური დაზიანდა

რუსულმა ძალებმა წუხელ კიევზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც ქალაქის ერთ-ერთი მეტროსადგური დაზიანდა. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კლიჩკოს თქმით, დაზიანებული სადგური დედაქალაქის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. „მტრის თავდასხმის შედეგად, დედაქალაქის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთი მეტროსადგური დაზიანდა. ასევე, სადგურთან ახლოს, ნამსხვრევები მოხვდა და სავალი და საკონტაქტო ლიანდაგები გახეთქა,” - განაცხადა მან.

მერის ინფორმაციით, ნამსხვრევები სოლომენსკის რაიონში 25-სართულიანი საცხოვრებელი შენობის პირველ სართულს მოხვდა, დნეპროვსკის რაიონში კი არასაცხოვრებელ შენობას.

კიევზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა კვირას, 18 ოქტომბერსაც განხორციელდა. დარტყმები დედაქალაქის რამდენიმე რაიონში დაფიქსირდა, თავდასხმას 21 წლის გოგონა ემსხვერპლა, სამი ადამიანი კი დაშავდა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ