მსოფლიო

ტრამპი: ზელენსკის ომის დასრულება უნდა სურდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ცუდი იქნება

ტრამპი: ზელენსკის ომის დასრულება უნდა სურდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ცუდი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე ტემპის შენელების არანაირ ნიშანს არ ავლენს. „ისინი უბრალოდ განაგრძობენ წინსვლას“, - თქვა მან.

ტრამპის მტკიცებით, რუსეთს შეთანხმების მიღწევა სურს. მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ომის დასრულება უნდა სურდეს.

„უკრაინას უნდა სურდეს ამ ომის დასრულება. ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ძალიან ცუდი იქნება“, - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ასობით მილიარდი დოლარი გადასცა, სანაცვლოდ კი არაფერი მიუღია, გარდა დიზელის საწვავის მაღალი ფასებისა.

„სანაცვლოდ არაფერი მიგვიღია, გარდა დიზელის საწვავის მაღალი ფასებისა. ჩვენ, ალბათ, შესაძლოა, თითქმის ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მეტი ფული მივეცით უკრაინას წლების განმავლობაში - ასობით მილიარდი დოლარი“, - განაცხადა ტრამპმა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ