პოლიტიკა

ყურუა: პარტიების აკრძალვის სარჩელი თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესია

ყურუა: პარტიების აკრძალვის სარჩელი თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესია

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ბორის ჩელე ყურუამ განაცხადა, რომ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელი თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც სასამართლოს შენობაში არ მიიღება. ეს მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკურ სივრცეში“ თქვა.

ყურუა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ მოსამართლეზე, მანანა კობახიძეზეც ისაუბრა, რომელსაც მოსამართლის უფლებამოსილება საკუთარი განცხადების საფუძველზე შეუჩერდა. მისი თქმით, როგორც ჩანს, სასამართლოში აღარ არის სივრცე იმისთვის, რომ კობახიძეს გადაწყვეტილების მიღებისას თუნდაც განსხვავებული აზრი დაეფიქსირებინა, ამიტომ თანამდებობიდან წასვლა არჩია.

ყურუამ თქვა, რომ ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, პოლიტიკურ საკითხებზე კი საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური მოქმედების ინსტრუმენტი და „ნოტარიუსი“ ხდება, რომელიც სახელისუფლებო პარტიას თავს დაუქნევს. მისივე შეფასებით, ეს დემოკრატიისა და საზოგადოებისთვის ცუდია, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო ადამიანებს საკუთარი უფლებების დაცვის მნიშვნელოვან ბერკეტს აძლევს. ყურუას თქმით, ძალიან მალე ეს ინსტრუმენტი სახალხო დამცველის მსგავსად დაკნინდება.

ყურუამ ისიც აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ანადგურებს ადამიანების უფლებების დაცვის მნიშვნელოვან ბერკეტს. მისი თქმით, მანანა კობახიძეს შეეძლო განსხვავებული აზრი დაეწერა ან გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოეწერა, თუმცა, როგორც ჩანს, ამის სივრცეც არ დარჩენილა და ამ ნაწილში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დამოუკიდებლები არ არიან.

„ჩემი ღრმა რწმენით, ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“, - თქვა ყურუამ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ