საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის სარჩელის სხდომების პირდაპირ ტრანსლირებას დათანხმდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვის პირდაპირ ეთერში გადაცემას დათანხმება გამოთქვა. საზოგადოებრივი მაუწყებლის თხოვნის საფუძველზე, პროცესის ვიდეო-აუდიო გადაღებასა და სხვა მედიასაშუალებებისთვის სიგნალის მიწოდებაზე თანხმობა გაიცა.
უწყების განმარტებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია პარალელურ რეჟიმში სასამართლოს ოფიციალურ „იუთუბ“ არხზეც განხორციელდება.
საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, 21, 22 და 23 ოქტომბერს №1979 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით გამართული არსებითი სხდომების გადაღებასა და პირდაპირ ეთერში ტრანსლირებაზე საზოგადოებრივი მაუწყებელი მიიღებს თანხმობას.
„შესაბამისად, მაქსიმალურად დაკმაყოფილდება საზოგადოებრივი ინტერესი და სხდომის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისთვის“, - აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.











