მსოფლიო

არაღჩი: ნეთანიაჰუ ამერიკას ახალ ომში ითრევს, რათა ციხეს გადაურჩეს

არაღჩი: ნეთანიაჰუ ამერიკას ახალ ომში ითრევს, რათა ციხეს გადაურჩეს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეერთებულ შტატებს კიდევ ერთ ომში ითრევს, რათა თავად ციხეს გადაურჩეს.

არაღჩის თქმით, ნეთანიაჰუს საერთოდ არ აინტერესებს, რა შედეგები მოჰყვება ამას ისრაელისთვის. განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში გააკეთა.

„ბოლოს, როცა „საქმის ბოლომდე მიყვანა“ გსურდათ, ირანი კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვიდა. გსურთ, ბედი კიდევ ერთხელ სცადოთ? სცადეთ. თუმცა, ფრთხილად იყავით - ჩვენც გვაქვს დაუსრულებელი საქმეები. ნეთანიაჰუ ამერიკას კიდევ ერთ ომში ითრევს, რათა თავად ციხეს გადაურჩეს და სულაც არ ადარდებს, რა შედეგები მოჰყვება ამას ისრაელისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ აშშ-ის პრეზიდენტზე“, - წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ