მსოფლიო

მაკრონი: დემონსტრანტები არ უნდა გავაიგივოთ მათთან, ვინც ნივთებს ამსხვრევდა და ძარცვავდა

მაკრონი: დემონსტრანტები არ უნდა გავაიგივოთ მათთან, ვინც ნივთებს ამსხვრევდა და ძარცვავდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ხვალ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი შეხვედრას უხელმძღვანელებს. მისი თქმით, შეხვედრის მიზანია „მხარდაჭერის მობილიზება მათთვის, ვინც რთულ პერიოდს გადის“.

მაკრონის განმარტებით, პროტესტის მიზეზები უნდა გაანალიზდეს, რადგან ადამიანები სამართლიანი მოთხოვნებით გამოვიდნენ ქუჩაში. „უნდა გავაანალიზოთ, თუ რა გამოხატა საზოგადოებამ. ასობით ათასი ჩვენი თანამემამულე გამოვიდა ქუჩაში სამართლიანი მოთხოვნებით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაიგივოთ დემონსტრანტები მათთან, ვინც ნივთებს ამსხვრევდა, არეულობას იწვევდა და ძარცვავდა“, - თქვა მან.

პრეზიდენტმა გეოპოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი სიტყვებით: „არსებობს სამართლიანი პრეტენზიები ცხოვრების ხარჯებსა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით. ამის მრავალი მიზეზი სპარსეთის ყურის ომს უკავშირდება; საფრანგეთი მასში არ მონაწილეობდა, თუმცა შედეგებს ჩვენ ვიმკით. ჩვენ ვიზიარებთ მათ შეშფოთებას. ეს შეშფოთება ევროპის ბევრ სხვა დედაქალაქშიც არსებობს“.

მაკრონის განცხადებით, გამოძიება „მაქსიმალური გულმოდგინებით“ ჩატარდება. მისივე თქმით: „ჩვენ პროკურატურას მოვუწოდეთ, გამოიჩინოს მაქსიმალური სიმკაცრე; სამართლებრივი რეაგირება უნდა იყოს სამაგალითო“.

პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ მათ, ვინც „ნივთებს ამსხვრევდნენ, ზარალი უნდა აანაზღაურონ, პასუხს აგებენ თავიანთ ქმედებებზე“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ