სამართალი

ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ქალს 116 475 ლარი დაუზიანეს

ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ქალს 116 475 ლარი დაუზიანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში ორი პირი დააკავეს. ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას ეხება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულებმა ნაცნობ ქალს ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის წამოწყება შესთავაზეს. გეგმის განსახორციელებლად ქალმა საბანკო სესხები აიღო და მათ ჯამში 116 475 ლარი გადასცა.

ბრალდებულებმა შეთანხმებული პირობები არ შეასრულეს და გადაცემულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. ორივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ