ნარკოტიკების განსაკუთრებით დიდი ოდენობით ამოღების გამო 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის, ქვემო ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს. მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, შეძენა-შენახვაში დახმარება, რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირება.
სამინისტროს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერისა და დაკავებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. მათ შორისაა „მეფედრონი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, „მეთადონი“, „მცენარე კანაფი“ და „მარიხუანა“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-260-ე, 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











