ზელენსკი: დიზელზე შეთანხმება პუტინისთვის მარტივი გამარჯვებაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა უნდა გაიგოს: რუსეთს სურს, რომ ის სუსტი იყოს. ზელენსკიმ ეს ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში თქვა და დასძინა, რომ დიზელზე შეთანხმება პუტინისთვის მარტივი გამარჯვებაა.
მისი თქმით, რუსული დიზელის საწვავის ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებზე გატანაზე რუსეთისა და აშშ-ის შეთანხმება პუტინისთვის ტაქტიკური გამარჯვება გახდა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ყოველთვის მადლობელი იყო ტრამპისა და ამერიკელი ხალხის მხარდაჭერისთვის. მისივე სიტყვებით, უკრაინის ენერგეტიკის დაბომბვა, ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტაზე ტრამპის სიტყვების შემდეგ, პირადად მის წინააღმდეგაა მიმართული.
„მათ [რუსებს] არ ადარდებთ ამერიკა რას ფიქრობს. მათ არ ადარდებთ არჩევნები აშშ-ში. მათ ნამდვილად აღელვებთ რა იქნება უკრაინის მხრივ, ვინაიდან, კიდევ ერთხელ, ეს მათი მიზანია. მათ ეზიზღებათ ამერიკელები“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა Starlink-ის დაბლოკვაც ახსენა და თქვა, რომ ესეც პუტინისთვის მარტივი, ტაქტიკური გამარჯვებაა. ზელენსკის თქმით, Starlink-ს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად იყენებენ, თუმცა მას სამხედროებიც იყენებენ ბრძოლის ველზე.
„ახლა პუტინი იცინის. ვინაიდან მისთვის ეს მარტივი გამარჯვებაა - ეს დიზელზე შეთანხმება. იგივე Starlink-ის დაბლოკვაზე. [...] რატომ იცინის პუტინი? ვინაიდან ეს მარტივი გამარჯვებაა მისთვის - ის ბრძოლის ველზე აგებს. ამდენი ადამიანი დაკარგა 2026 წელს - უზარმაზარი რაოდენობა, ყველაზე დიდი ამ ომის განმავლობაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.









