ლუცკზე რუსეთის თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ლუცკზე თავდასხმა განახორციელეს. შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ვოლინის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან რომანიუკის განცხადებით, დრონის ნამსხვრევები საბითუმო საწყობ Eurogurt-ს დაეცა.
გარდა ამისა, დარტყმა ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსზეც განხორციელდა. იქ ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ









