კროპივნიცკზე რუსეთის თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ კროპივნიცკზე თავდასხმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კიროვოგრადის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი რაიკოვიჩის თქმით, კიროვოგრადის ოლქი და მისი ადმინისტრაციული ცენტრი კვლავ მტრის მასობრივი თავდასხმის ქვეშაა.
რაიკოვიჩის განცხადებით, სამიზნეა ლოგისტიკა, ტრანსპორტი და სამრეწველო საწარმოები.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ









